ახალი ამბები

აირზენა: პულკოვოს აეროპორტში, თვითმფრინავის ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა

4 ივლისი, 2017 • 3226
აირზენა: პულკოვოს აეროპორტში, თვითმფრინავის ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა

“აირზენას” გენერალური დირექტორის, გივი დავითაშვილის განცხადებით, თვითმფრინავზე, რომელიც დღეს, 4 ივლისს სანქტ-პეტერბურგის პულკოვოს საერთაშორისო აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით დღის მეორე ნახევარში უნდა გამოფრენილიყო, ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა:

“პეტერბურგში, პულკოვოს აეროპორტში შევიდა ანონიმური შეტყობინება, რომ პეტერბურგი-თბილისის რეისზე შესაძლოა ყოფილიყო ასაფეთქებელი მოწყობილობა. ამის გამო რეისის გაფრენა პულკოვოს აეროპორტის უშიშროების სამსახურმა შეაჩერა, მოხდა თვითმფრინავის, მგზავრების, ხელბარგის განმეორებითი შემოწმება. 2 წუთია, რაც დაასრულეს მგზავრების ხელახალი სკანირება, როგორც მოსალოდნელი იყო, და საბედნიეროდ არანაირი მოწყობილობა არ აღმოუჩენიათ და რამდენიმე წუთში რეისი გამოფრინდება. ამ წუთებში მგზავრების ჩასხდომა მიმდინარეობს”,- განაცხადა “საქართველოს ავიახაზების” გენერალურმა დირექტორმა გივი დავითაშვილმა ტელეკომპანია “რუსთვი 2”-თან სატელეფონო საუბრისას.

მასალების გადაბეჭდვის წესი