“რა თმქა უნდა, მე კონსულტაციებში ვარ ჩართული, მე და დავით უსუფაშვილი, ქალბატონი თინაც იყო ჩვენთან დღეს, საათნახევარზე მეტს ვსაუბრობდით ამ თემასთან დაკავშირებით და აქტიურად ვმუშაობთ. მე მგონია, რომ აქაც ღირსეულად გადავწყვეტთ ამ თემას”, – განაცხადა ივანიშვილმა დღეს, 27 მარტს, საკუთარ ოფისში მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენის შემდეგ.

 
“საერთო სასამართლოების შესახებ” კანონპროექტი პარლამენტმა ორი მოსმენით დაამტკიცა, მესამე მოსმენა კი 3 აპრილისთვის გადაიდო.

პროექტის მიხედვით,  იცვლება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესი, ასევე უქმდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ექსკლუზიური უფლებამოსილება, წარადგინოს საბჭოს მოსამართლე წევრების კანდიდატურები და ეს უფლება ენიჭება მოსამართლეთა კონფერენციის ნებისმიერ მონაწილეს. ამასთან, კანონპროექტი გამორიცხავს საბჭოს წევრის არჩევას მეორე ვადით.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *