ახალი ამბები

ჯანი ბუკიკიო: ახალი კონსტიტუცია მხოლოდ ერთმა პარტიამ არ უნდა მიიღოს

29 ივნისი, 2017 • 2191
ჯანი ბუკიკიო: ახალი კონსტიტუცია მხოლოდ ერთმა პარტიამ არ უნდა მიიღოს

დღეს, 29 ივნისს, ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა, ჯანი ბუკიკიომ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ეცდებიან გამონახონ საერთო ენა კონსტიტუციასთან დაკავშირებით ფართო კონსენსუსის მისაღწევად.

“მათ განვუმარტე, რომ საქართველოს ახალ კონსტიტუციას მაღალი ლეგიტიმაცია უნდა ჰქონდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ცვლილებები მიღებული უნდა იყოს ფართო კონსენსუსით და არა მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის მეშვეობით. შეხვედრის შედეგი არის ის, რომ გავაგრძელებ კონსულტაციებს საქართველოში ყველა პოლიტიკურ ძალასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, რათა გამოვიყენეოთ ყველა შესაძლებლობა, გამოვძებნოთ საერთო საფუძველი, რათა საქართველოს ახალი კონსტიტუცია ლეგიტიმური იყოს,”- განაცხადა ჯანი ბუკიკიომ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა შეიცვლება ამ შემხვედრის შემდეგ, ბუკიკიო პასუხობს, რომ არ იცის.

საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციის პროექტი მეორე მოსმენით 23 ივნისს მიიღო. განხილვას ბოიკოტს უცხადებენ ოპოზიციური პარტიები, შესაბამისად, მათ განხილვაშ მონაწილეობა არ მიუღიათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი