ახალი ამბები

ნინო ბურჯანაძე თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს

27 ივნისი, 2017 • 3103
ნინო ბურჯანაძე თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს

ნინო ბურჯანაძე თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობას გამორიცხავს, რაც იმას ნიშნავს, რომ მის პოლიტიკურ ძალას სხვა კანდიდატი ეყოლება. ამის შესახებ ბურჯანაძემ ტვ იბერიის გადაცემა პრიორიტეტში ისაუბრა.

“მე არ ვთვლი, რომ თბილისის მერად უნდა ვიყარო კენჭი. ყველამ ის საქმე უნდა აკეთოს, რაც კარგად გამოსდის. წარმოდგენილ კანდიდატებზე უკეთესი მერი ნამდვილად ვიქნებოდი, მაგრამ ვთვლი, რომ არის საკითხები, რომლებიც სხვაგვარ მიდგომებს საჭიროებს”, – განაცხადა ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, დემოკრატიულ მოძრაობას საკმაოდ ძლიერი გუნდი ჰყავს. თავისი გადაწყვეტილებების შესახებ კი საზოგადოებას საქმის კურსში ახლო მომავალში ჩააყენებს.

“ჩვენ საკმაოდ სერიოზული გუნდი გვყავს და ნამდვილად შეგვიძლია, რომ ნებისმიერ არჩევნებზე ძალიან ჯანსაღი და ადეკვატური კონკურენცია გავუწიოთ ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას, მით უმეტეს, “ქართულ ოცნებას”, რომელიც აბსოლუტურად უუნარო და არაფრის მაქნისია. ჩვენ ჯერ კონსულტაციებს ვაგრძელებთ, კიდევ ვფიქრობთ და მხოლოდ ამის შემდეგ მოგაწოდებთ ინფორმაციას ჩვენი გადაწყვეტილებების თაობაზე”, – განაცხადა ბურჯანაძემ.

თბილისის მერის 2014 წლის არჩევნებზე დემოკრატიული მოძრაობის კანდიდატი დიმიტრი ლორთქიფანიძე იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი