ახალი ამბები

ირაკლი მამალაძე: დავტოვე საქართველო, სრულიად დემორალიზებული ვარ

26 ივნისი, 2017 • 33523
ირაკლი მამალაძე: დავტოვე საქართველო, სრულიად დემორალიზებული ვარ

დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის საქმეში პროკურატურის მთავარმა მოწმემ, ირაკლი მამალაძემ განაცხადა, რომ მან დატოვა საქართველო.

“წყობიდან გამომიყვანეს, დავტოვე ქვეყანა, ვარ სრულიად დემორალიზებული იქედან გამომდინარე, რომ ვარ შეურაცხყოფილი უკიდურესად. ამ ყველაფრის გამო მოიგონეს ათასი სიბინძურე. როგორ შეიძლება, ერთი მხრივ, ვამხელდე და ვმუშაობდე ლგბტ პირებზე და, მეორე მხრივ, საპატრიარქოზეც ვმუშაობდი მე, როგორც აგენტი, და ჟურნალისტებზეც. გამაგებინეთ, 34 წლის მანძილზე ვინ მიმხელია?! ვის წინააღმდეგ მიმიცია ჩვენება?! რა გამიკეთებია ისეთი, რომ ასეთი თავდასხმის ობიექტი ვხდები მე დღეს?!”, – განაცხადა ირაკლი მამალაძემ გადაცემა პრიორიტეტის ეთერით.

მამალაძის განმარტებით, მას შემდეგ გადაწყვიტა ქვეყნის დატოვება, რაც “რუსთავი 2”-ის ეთერში მასთან დაკავშირებული სიუჟეტი გავიდა. იგი მიიჩნევს, რომ 24 ივნისს გასული სიუჟეტი მიზნად ისახავდა მასზე ზეგვალენის მოხდენას, რომ ჩვენება შეეცვალა.

მამალაძე ამბობს, რომ დაკითხვაზე 25 ივნისს გამოიძახეს, თუმცა “რუსთავი 2”-მა პროცესის წინა დღით, 24 ივნისს გაუშვა სიუჟეტი, რათა მასზე ზეგავლენა მოეხდინათ,

სიუჟეტში, რომლის შესახებაც ირაკლი მამალაძე საუბრობდა, შეეხება მატროსოვის ციხიდან უშიშროების სამსახურის ყოფილი მარალჩინოსანზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაცის, რომლის მიხედვითაც, მამალაძე უსაფრხოების სამსახურის აგენტია, რომელსაც სასულიერო პირებზე, ჟურნალისტებსა და ლგბტ ადამიანებზე პირადი ინფორმაციის და ვიდეომასალების მოგროვება ევალებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი