ახალი ამბები

დეკანოზის პროცესის გასაჯაროების მოთხოვნით აქციების გამართვას აპირებენ

26 ივნისი, 2017 •
დეკანოზის პროცესის გასაჯაროების მოთხოვნით აქციების გამართვას აპირებენ

დეკანოზ გიორგი მამლაძის მხარდამჭერები პროკურატურასთან აქციის მოწყობას გეგმავენ და სასამართლო სხდომების გახსნას მოითხოვენ. დეკანოზის ოჯახის ახლობლის თქმით, დეკანოზს საზოგადოებისთვის დასამალი არაფერი აქვს:

“ჩვენ, ის ადამიანები, ვინც ვართ თბილისში და ვიცნობთ მამა გიორგის, ვაპირებთ გააქტიურებას. ვაპირებთ აქციის ჩატარებას პროკურატურასთან, პირველ რიგში, მოთხოვნით, რომ გაიხსნას სასამართლო პროცესი,” – ამბობს ოთარ მამარდაშვილი.

მისი თქმით, პროკურატურისგან დეკანოზის მხარდამჭერების მოთხოვნის დაკმაყოფილების იმედი არ აქვს, თუმცა აქციების მიზანი იქნება, საზოგადოებას აგრძნობინონ, რომ დეკანოზი მარტო არაა:

“ჩვენი მთავარი მიზანია, საზოგადოებამ იგრძნოს, რომ მამა გიორგი არ არის მარტო და გამოვაფხიზლოთ საზოგადოება” – ამბობს დეკანოზის ახლობელი.

დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი დღეს, 11:00 საათზე დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი