ახალი ამბები

მელია: ვტოვებ პარლამენტს და კენჭს ვიყრი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე

26 ივნისი, 2017 •
მელია: ვტოვებ პარლამენტს და კენჭს ვიყრი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე

საქართველოს პარლამენტის წევრმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ნიკა მელიამ დღეს გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ იგი აპრებს დატოვოს პარლამენტი და დაიწყოს ბრძოლა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობისათვის.

“მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო პარლამენტი, ამ ქალაქის და ამ ქვეყნის გადასარჩენად, ქართული ოცნების დასამარცხებლად ვიბრძოლო საკრებულოდან. დღეს თქვენ წინაშე ვაცხადებ ჩემი და ჩემი მეგობრების, ჩვენი გაერთიანების გადაწყვეტილებას, რომ კენჭი ვიყარო თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის პოსტზე, აქედან შევუტიო ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიულ რეჟიმს”, –  თქვა ნიკა მელიამ.

ნიკა მელიამ დღეს გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ აცხადებენ გარდამტეხ ბრძოლას ბიძინა ივანიშვილის დასამარცხებლად.

მელიას მიაჩნია, რომ თბილისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგი განსაზღვრავს საქართველოს და თბილისის მომავალ ათწლეულებს, თუ როგორ ქვეყანაში იცხოვრებენ.

დღეს გამართულ პრეზენტაციაზე ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ  თბილისის მერობის კანდიდატად ზაალ უდუმაშვილი, “რუსთავის 2”-ის ყოფილი გენერალური დირექტორის მოადგილე, წარადგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი