გოკა გაბაშვილის თქმით, სარეიტინგო კენჭისყრა საკონსტიტუციო ცვლილებების წინ ყოველთვის ტარდებოდა: 

 

“საქმე არ არის იმაში, ეს მუხლი კონსტიტუციაში დარჩება თუ არა. ეს მუხლი არ იარსებებს ან დღეიდან, ან ოქტომბრიდან. იმიტომ, რომ ეს მუხლი ოქტომბრიდან ისედაც არ არის, ეს გადაწყვეტილება ჩვენ ოქტომბერში მივიღეთ. იმისათვის, რომ ეს მუხლი კონსტიტუციაში აღარ იყოს დღეიდან, საჭიროა საპარლამენტო უმრავლესობამ შეასრულოს პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნა. მე ვწუხვარ, რომ უმრავლესობამ მოსახლეობას მიაწოდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს ჩვენ რაიმე განსაკუთრებულს, ან რამე უკანონოს ვითხოვთ. სარეიტინგო კენჭისყრა საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრების წინ ყოველთვის ტარდებოდა. ამაში არაფერი არაორდინარული არ არის. არც ის არის სწორი, რომ თითქოს კენჭიყრა მაშინ ტარდება, როცა კანონპროექტის რამდენიმე ვარიანტი არის.”

 

გაბაშვილის თქმით, მათი მოთხოვნა მარტივია:

 

“ჩატარდეს სარეიტინგო კენჭისყრა, წერტილი დაესვას იმ აღვირახსნილ კამპანიას, რომელიც 3 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა “ნაციონალური მოძრაობის” და ჩვენ წინააღმდეგ,  ჩვენი წევრების გადაბირების, დაშანტაჟების, მუქარის, როგორც ღია, ასევე, ფარული მოწოდებით და ამის  შემდეგ, როგორც ვთქვით, ჩვენ მზად ვართ დღესვე მივცეთ ხმები ამ ცვლილებებს.”

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *