15 აგვისტოს “Check in Georgia“-ს ფარგლებში BLACK SEA ARENA-ზე “ბრავო რექორდსისა” და Altervision Group-ის ორგანიზებით ირაკლი ჩარკვიანის საღამო – “ირაკლი ჩარკვიანი | ისტორია” გაიმართება. საღამოს მსვლელობისას მუსიკოსის ყველაზე პოპულარული და ყველასათვის საყვარელი სიმღერები შესრულდება.
“საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი” ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით, სტეფანე, ოთო ნემსაძე, ნინა სუბლატი, ლევან მასპინძელაშვილი, მარიკო ლეჟავა, მაია დარსმელიძე, გვანცა ჯაფარიძე, “SOFT EJECT”, “GREEN ROOM”, “NEW ONE “, რობი კუხიანიძე & “OUTSIDER”, “LoudSpeakers” და “EKO & VINDA FOLIO.
ორგანიზატორთა ინფორმაციით, კონცერტის მსვლელობის დროს სცენაზე დამონტაჟებულ ეკრანზე გაუშვებენ ირაკლის უცნობი ფოტო და ვიდეომასალისგან შექმნილ ინსტალაციებს. საღამოს წაიყვანს გელა ჩარკვიანი.
ბილეთების ონლაინ შეძენა შესაძლებელი იქნება biletebi.ge-ზე, ხოლო მოგვიანებით დაიწყება ბილეთების ფიზიკური სახით გაყიდვა – თბილისში, ბათუმში, ქუთაისში და ქობულეთში, რის შესახებაც დეტალური ინფორმაცია წინასწარ გახდება ცნობილი.