საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რუსლან პოღოსიანის თქმით, უმრავლესობას ჩახალიანთან შეხვედრა გეგმაში არ აქვს.  

 

ჩახალიანი, მამასთან და ძმასთან ერთად, 2008 წელს დააკავეს. ვაჰაგნ, რუბენ და არმენ ჩახალიანებს ბრალად დაედოთ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურ ხულიგნობაში მონაწილეობა და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ფეთქებადი ნივთიერების შეძენა-შენახვა.

 

რუბენ და არმენ ჩახალიანები სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ვაჰაგნ ჩახალიანი სასამართლომ დამნაშავედ სცნო ჯავახეთში მასობრივ არეულობებში მონაწილეობასა და ცეცხლსასროლი იარაღის, ასევე, საბრძოლო ვაზნების უკანონო შენახვაში.

 

ის პატიმრობიდან 2013 წელს ამნისტიის შედეგად გათავისუფლდა. ყოფილმა ხელისუფლებამ და პრეზიდენტმა სააკაშვილმა არაერთხელ გააკრიტიკეს მოქმედი ხელისუფლება ჩახალიანის გათავისუფლების გამო, რადგან მათი თქმით, ჩახალიანი სამცხე–ჯავახეთში სეპარატიზმის გაღვივებას უწყობდა ხელს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *