“რა თქმა უნდა, ხაზს ვუსვამ და სულ ვამბობდი ამას, თუ უმცირესობის წევრები ან მათი ნაწილი მხარს არ დაუჭერს ამას, თავისთავად ცხადია, რომ ეს ცვლილებები ვერ გავა.”
საგანელიძე სარეიტინგო გამოკითხვაზეც აკეთებს განცხადებას. მისი თქმით, უმრავლესობა მზადაა კენჭისყრის დროს საერთოდ დატოვოს დარბაზი:
“თუ თვითონ ვერ გაარკვიეს, ვინ დაუჭერს მხარს და ვინ არა და ამიტომ ჭირდებათ სარეიტინგო კენჭისყრა, მე, როგორც უმრავლესობის ლიდერი, ვპირდები მათ, რომ ჩვენ დავტოვებთ დარბაზს, რომ მივცეთ მათ საშუალება, თვითონ, თუ ტაბლო ჭირდებათ, ან პულტები ჭირდებათ, რომ დათვალონ ხმები, დავუთმობთ დარბაზს გარკვეული პერიოდით, იანგარიშონ, გადათვალონ, მისცენ ხმა, თავიანთი მხრიდან როგორ იყოფა ხმები, იყოფა-არ იყოფა და რაში ჭირდებათ ჩვენი მონაწილეობა ამაში?”
