სერგეენკოს თქმით, შეხვედრა ძალიან საქმიანი იყო:

 

“მინდა ხაზი გავუსვა, რომ შეხვედრის ფორმატი იყო ძალიან საქმიანი და კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული. მე შეხვედრას ძალიან პოზიტიურად შევაფასებდი, რადგან იყო კონკრეტული, პრობლემური საკითხების განხილვა და ანალიზი.”

სერგეენკომ სამედიცინო პრეპარატების გაყიდვის წესის გამკაცრებაზეც ისაუბრა:

 

“400-მდე პრეპარატის გაყიდვის გამკაცრებაზე არსებობს გარკვეული დაჯგუფების პრეპარატები, რომლებიც მიეკუთვნება, როგორც ფსიქოტროპულ, ასევე, ე.წ. პრეკურსორებს, ანუ პრეპარატები, რომლებიც ექვემდებარებიან გარკვეულ რეგულაციებს მათი რეალიზაციისას, უფრო მარტივად, რეცეპტით გაცემას. აღნიშნული წესის დარღვევის გამო რეგულაციები იმდენად მცირეა, რომ ჩვენ ვაპირებთ ამ სანქციების გამკაცრებას. სანქცია იქნება მზარდი და გამოიხატება, როგორც ფულად ჯარიმაში, ასევე, საქმიანობის ლიცენზიის დროებით შეწყვეტაში. ეს საკითხი უნდა გადაწყდეს კომპლექსურად, დარგის ექსპერტებისა და საზოგადოების მონაწილეობით.”

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ გედევან ფოფხაძის თქმით, ჯანდაცვის მინისტრისაგან კვალიფიციური  პასუხები მიიღეს:

„ოპოზიციის დამოკიდებულება ყოველთვის უნდა იყოს კრიტიკული, მაგრამ მიმაჩნია, რომ ის, რაც დაიწყო, დადებითი პროცესია. მარტო საყოველთაო დაზღვევა რომ მიიყვანოს კოალიციამ ბოლომდე, ქვეყანაში ბევრი უსამართლობა გამოსწორდება, რადგან ხალხი თავისი გაჭირვებიდან გამომდინარე, მოკლებული იყო ელემენტარული მკურნალობის შესაძლებლობას. ოპოზიციამ როგორც არ უნდა ამტკიცოს, ჩვენ პერსპექტივაზე გათვლილი სისტემა გვქონდაო, მე მგონია, რომ ეს იყო პიარზე გათვლილი სისტემა.“

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *