ახალი ამბები

ღარიბაშვილი: განსაკუთრებულად კონსტრუქციული იყო ბატონი დავით ბაქრაძე

18 მარტი, 2013 • • 1069
ღარიბაშვილი: განსაკუთრებულად კონსტრუქციული იყო ბატონი დავით ბაქრაძე

“მე არ ვიტყოდი, რომ ეს იყო იდეალური, მაგრამ მე მაქსიმალურად კორექტული და კონსტრუქციული ვიყავი. განსაკუთრებულად კონსტრუქციული იყო ბატონი დავით ბაქრაძე და კიდევ იქ რამდენიმე ბატონი. მე მათ მიერ დასმულ შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გავეცი. თქვენ, ალბათ, უსმენდით. მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩემს პატივისცემას პარლამენტისადმი. ჩემი აქ მოსვლა არის კიდევ ერთი დადასტურება ამის. მივესალმები ამ ფორმას. თუ რაიმე კითხვები არსებობდა მათი მხრიდან, მე ვფიქრობ, რომ ამომწურავი პასუხები გავეცი.”

 

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, შეხვედრის მიზანი პარტიული კინკლაობა არ ყოფილა:

 

“კრიმინოგენული სტაბილურობა და ის, რომ საქართველო გადაიქცა მშვიდ ქვეყნად, სადაც ადამიანებს აღარ ეშინიათ ღამე სახლში დარჩენა, სადაც ადამიანებს აღარ ეშინიათ ბავშვების ქუჩაში გაშვება, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი, რისი გაკეთებაც ჩვენ შევძელით წინა წლებში. ეს არ არის პარტიული თემა და ჩვენ დღესაც დაინტერესებული ვართ, რომ ქვეყანაში იყოს სიმშვიდე და ქვეყანაში იყოს მშვიდობა, იმიტომ, რომ ჩვენ ყველა ვართ საზოგადოების ნაწილი. სწორედ, გამომდინარე აქედან იყო კითხვები, რომლებსაც უმცირესობის წევრები უსვამდნენ მინისტრს. რამდენად იყო, ან არ იყო მიღებული ადეკვატური პასუხები, ეს პირველ რიგში იმ საზოგადოების განსასჯელია, რომელიც, იმედი მაქვს, ინტერესით უსმენდა და ადევნებდა თვალყურს ამ მსჯელობას.”

 

ბაქრაძე მიიჩნევს, რომ ასეთი  შეხვედრა და დისკუსია საზოგადოებისთვის ნებისმიერ შემთხვევაში კარგია.

 

საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით საყვარელიძე აცხადებს, რომ პოლიტპატიმრების საკითხთან დაკავშირებით მისი და მინისტრის პოზიცია ერთმანეთს ემთხვევა:

 

„ჩვენ გვაქვს საერთო პოზიცია ე.წ. პოლიტპატიმრების ბუნდოვანებასთან დაკავშირებით. ისიც დამეთანხმა, რომ ძალიან ბევრი ადამიანის გამოშვება არ შეიძლებოდა და მოხდა ნაჩქარევად. ისიც დამეთანხმა, რომ არ შეიძლება არსებობდეს კორუფციული ნიშნები და ფულის აღების გზით მოხდეს მათი გამოშვება. “ 

მასალების გადაბეჭდვის წესი