“გმადლობთ მობრძანებისთვის. მივესალმებით იმას, რომ ასეთ საჯარო ფორმატში ვისაუბროთ თქვენს კომპეტენციაში შემავალ თემებზე. ფორმატს რაც შეეხება, როგორც წესი, არის დეპუტატების კითხვები და შემდეგ პასუხები.”

 

კითხვა-პასუხის რეჟიმზე გადასვლამდე ღარიბაშვილის მოკლე მოხსენება გაკეთდა:

 

ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

“კონტროლი და ჯანსაღი კრიტიკა არის ნორმალური ქვეყნის განვითარებისთვის. უკანასკნელი წლების განმავლობაში არც ერთხელ არ ყოფილა შემთხვევა, რომ შს მინისტრი მისულიყო პარლამენტში ოპოზიციისთვის პასუხების გასაცემად. ჩვენი უწყება დახურული იყო და დიქტატის ქვეშ იყო.  

 

ქვეყანაში კრიმინოგენული მდგომარეობა კონტროლს ექვემდებარება და მისი გაუარესება არ შეინიშნება, მიუხედავად ამნისტიისა.  კუდი და სოდი გაუქმდა, რომლებიც პოლიტიკური დევნის ძირითად ინსტრუმენტებს წარმოადგენდა. ადამიანთა უფლებების დაცვა ჩვენი პრიორიტეტია. 2012 წლი ოქტომბრამდე, ეს იყო დახურული უწყება, სადაც არავის ჰქონდა შესვლის უფლება. დღეს წინასწარი დაკავების იზოლატორში შესაძლებელია მონიტორინგი, რამდენჯერმე განხორციელდა უკვე. დაყენებულია კამერები, ასევე დაგეგმილია მთელი რიგი ინფრასტრუქტურული პროექტები. მიმდინარეობს პოლიციის რებრენდინგი, პოლიცია არა მარტო ცენტრალურ ქუჩებზე, არამედ  შიდა ქუჩებშიც ივლის, გვინდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების რაოდენობა ყველა რეგიონში გაიზარდოს.”

მისი თქმით, მალე მიგრაციის სამსახური ჩამოყალიბდება:

 

“ახლო მომავალში წარმოგიდგენთ სამ კანონს. პოლიციის შესახებ კანონი 1993 წელს მიიღეს და არ შეცვლილა. წელს ვგეგმავთ მიგრაციის სამსახურის ჩამოყალიბებას არალეგალ მიგრანტთა გამოვლენის მიზნით, ეწყობა წინასწარი დაკავების იზოლატორები.” 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *