ახალი ამბები

კოტე კუბლაშვილი: პრემიერ-მინისტრი ცდება

18 მარტი, 2013 • • 1495
კოტე კუბლაშვილი: პრემიერ-მინისტრი ცდება

“მე მგონი, პრემიერ-მინისტრი ცდება, როცა ამას ამბობს. იმიტომ, რომ ვისთანაც არ უნდა ჰქონდეს ურთიერთობა, როცა ადამიანი ინიშნება ისეთ თანამდებობაზე, რასაც ჰქვია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, მას აქვს ერთადერთი იდეოლოგია, ეს არის სასამართლოს დამოუკიდებლობა”.

 

კოტე კუბლაშვილი
კოტე კუბლაშვილი

კუბლაშვილის განცხადებით, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ სასამართლო იყოს მისაბაძი, ისევე როგორც დასავლეთ ევროპის ქვეყნებში:

 

„ამ რვა წლის განმავლობაში მე პირადად სწორედ ამას ვაკეთებდი და როგორ გავაკეთეთ, ეს ყველაფერი ახლა უფრო ჩანს, როცა სახეზე გვაქვს მაგალითები. ეს მანამდეც ჩანდა, უბრალოდ, ვიღაცებს არ უნდოდათ ამის დანახვა.”

 

კოტე კუბლაშვილის განცხადებით, ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენლის მხრიდან სასამართლო გადაწყვეტილებებით აშკარა უკამაყოფილება იმის მაჩვენებელია, რომ სასამართლომ ეს გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მიიღო. მისივე თქმით, სასამართლო არის მისგან, ხელისუფლებისგან და კორუფციისგან დამოუკიდებელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი