ახალი ამბები

პარლამენტში საკონსტუტიციო ცვლილებების განხილვა მიმდინარეობს

18 მარტი, 2013 • • 927
პარლამენტში საკონსტუტიციო ცვლილებების განხილვა მიმდინარეობს

კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც საპარლამენტო უმცირესობის წევრები არ ესწრებიან, ვახტანგ ხმალაძემ ცვლილებებთან დაკავშირებით ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული სახალხო განხილვისა და კონსტიტუციონალისტების დასკვნები წარმოადგინა: 

 

“მოსახლეობას განხილვების დროს არ გამოუთქვამს უარყოფითი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტს პარლამენტის დაუკითხავად მთავრობის დათხოვნის უფლება ჩამოერთვას.”

 

მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციები დადებითია:

 

„კონსტიტუციონალისტებისა და სამართლის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების დასკვნა არის ასეთი, რომ პრეზიდენტს არ უნდა ჰქონდეს არათუ მთავრობის დათხოვნის, მისი ერთპიროვნულად გადაყენების უფლება.” 

 

საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთმა წევრმა კობა დავითაშვილმა უმცირესობის სხდომაზე არდასწრების მიზეზად ხელახალი არჩევნების ჩატარების შიში დაასახელა:

 

“ჩვენ არ გვეშინია ხელახალი არჩევნების, ამის უმცირესობას ეშინია იმიტომ, რომ კარგად იციან ხელახალი არჩევნების ჩატარების შემთხვევაში ბევრი მათგანი აქ ვეღარ მოხვდება. ერთხელ და სამუდამოდ დააფიქსირონ პოზიცია საკონსტუტიციო ცვლილებებთან დაკავშირებით.”

 

რაც შეეხება კენჭისყრის თარიღს, დავით უსუფაშვილის განცხადებით, პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებებზე კენჭისყრის ზუსტი თარიღი 18 მარტს ბიუროს სხდომაზე გამოცხადდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი