ახალი ამბები

პატრიარქის ინიციატივა, რა თქმა უნდა, საყურადღებოა – ჯეჯელავა კონსტიტუციურ მონარქიაზე

19 ივნისი, 2017 •
პატრიარქის ინიციატივა, რა თქმა უნდა, საყურადღებოა – ჯეჯელავა კონსტიტუციურ მონარქიაზე

“ეს ისეთი საკითხია, რომელსაც ეროვნული თანხმობა სჭირდება”, – ეს განცხადება საქართველოს ვიცეპრემიერმა, განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გააკეთა საკონსტიტუციო მონარქიის საკითხთან დაკავშირებით.

ეს თემა აქტუალური კიდევ ერთხელ ილია მეორის გუშინდელი ქადაგების შემდეგ გახდა.

“პირველ რიგში, უნდა ვთქვათ, რომ პატრიარქის ინიციატივა, რა თქმა უნდა, საყურადღებოა და მეორე რიგში –  მთელმა ქართველმა ხალხმა უნდა მიიღოს ასეთ გადაწყვეტილებაში მონაწილოება. მთავრობის პოზიცია სწორედ ქართველი ხალხის ნებიდან იქნება გამომდინარე”,- ამბობს ჯეჯელავა.

კონსტიტუციურ მონარქიას სიმშვიდე შემოაქვს ქვეყანაში”, – ამის შესახებ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა 18 ივნისს საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

“საქართველო არის უძველესი ქვეყანა, უძველესი კულტურით. იქნებ გვეფიქრა ჩვენ იმაზე, რომ საქართველო არის უძველესი მონარქია. ღვთის წყალობით, მეფე გვმართავდა. დღეს ხშირი შემთხვევაა მსოფლიოში, როცა მონარქი ეწოდება, მეფე მეფობს, მაგრამ არ მართავს. ამას ეწოდება კონსტიტუციური მონარქია. ეს, რა თქმა უნდა, დღეს და ხვალ ვერ მოხდება, მაგრამ ჩვენ უნდა გავაანალიზოთ წარსული, დღევანდელი დღე და მომავალი,” – განაცხადა ილია მეორემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი