ახალი ამბები

უგულავა: საკონსტიტუციო მონარქია არ და ვერ აღდგება

19 ივნისი, 2017 •
უგულავა: საკონსტიტუციო მონარქია არ და ვერ აღდგება

“საკონსტიტუციო მონარქია არ და ვერ აღდგება”, – ამ განცხადებას ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა აკეთებს.

უგულავას აზრით, საკონსტიტუციო მონარქიის აღდგენა არარეალისტურია.

“ეს ტრადიცია შეწყდა და ხელოვნურად ვერ აღდგება. არ მგონია, რომ ამის საჭიროება საქართველოს ჰქონდეს. გაცილებით უფრო მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ. შესაბამისად, ჯობია სახელმწიფომ ამ პრობლემებს მიხედოს”, – აცხადებს გიგი უგულავა.

“კონსტიტუციურ მონარქიას სიმშვიდე შემოაქვს ქვეყანაში”, – ამის შესახებ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა 18 ივნისს საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

“საქართველო არის უძველესი ქვეყანა, უძველესი კულტურით. იქნებ გვეფიქრა ჩვენ იმაზე, რომ საქართველო არის უძველესი მონარქია. ღვთის წყალობით, მეფე გვმართავდა. დღეს ხშირი შემთხვევაა მსოფლიოში, როცა მონარქი ეწოდება, მეფე მეფობს, მაგრამ არ მართავს. ამას ეწოდება კონსტიტუციური მონარქია. ეს, რა თქმა უნდა, დღეს და ხვალ ვერ მოხდება, მაგრამ ჩვენ უნდა გავაანალიზოთ წარსული, დღევანდელი დღე და მომავალი,” -განაცხადა ილია მეორემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ეკა ბესელიას განცხადებით, კოსნტიტუციური მონარქიის იდეა ძალიან საინტერესოა. ამის შესახებ მან პატრიარქის ინიციატივის თაობაზე”რუსთავი 2″-თან საუბრისას განაცხადა.

“ეს ძალიან საინტერესო იდეაა. იდეა, რომელიც  ნამდვილად იმსახურებს განსჯას, დაფიქრებას, გაანალიზებას, როგორც წარსულის, ისე აწმყოსა და მომავლის კონტექსტში. თუ გავითვალისწინებთ კონსტიტუციური მონარქიის ქვეყნებს, თუ გავითვალისიწინებთ იმ სტაბილურობას, რომელიც ამ ქვეყნებს აქვთ, თუ გავითვალსიწინებთ საქართველოს ისტორიულ გამოცდილებას და მის სპეციფიკას, ეს არის იდეა, რომელიც  უთუოდ იმსახურებს ანალიზს”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი