ახალი ამბები

კობახიძის თქმით, პრეზიდენტი ხელს არ უწყობს კონსტიტუციაზე კონსესუსის მიღწევას

18 ივნისი, 2017 •
კობახიძის თქმით,  პრეზიდენტი ხელს არ უწყობს კონსტიტუციაზე კონსესუსის მიღწევას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მოწოდებული არ არის, ხელი შეუწყოს კონსენსუსის ჩამოყალიბებას კონსტიტუციური ცვლილებების პროექტზე. ამის შესახებ ირკალი კობახიძე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე წერს.

ირაკლი კობახიძის სიტყვებით, სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა უარი თქვა შეთავაზებაზე კონსტიტუციის ცვლილებები პირდაპირ ეთერში განეხილათ:

“პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს ღია ეთერში საზოგადოების წინაშე ერთად ემსჯელათ საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ პრეზიდენტი არ არის მოწოდებული, ხელი შეუწყოს კონსესნუსის ჩამოყალიბებას და თავს არიდებს ისეთ ფორმატს, რომელიც საზოგადოებას სრულფასოვან წარმოდგენას შეუქმნიდა საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ.  პრეზიდენტს, რომელიც საკონსტიტუციო რეფორმის მთავარი მოწინააღმდეგე იყო თვეების განმავლობაში, არ უნდა უჭირდეს საკუთარი პოზიციების დაცვა ღია ეთერში საზოგადოების წინაშე,” – წერს ირაკლი კობახიძე.

“ქართული ოცნება” კიდევ ერთხელ სთავაზობს გიორგი მარგველაშვილს, “მისცეს საზოგადოებას საშუალება, პრეზიდენტისა და პარლამენტის პირველი პირისგან მოისმინოს არგუმენტები საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ. ”

17 ივნისს “იმედის ქრონიკასთან” ინტერვიუში პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ იგი მზადაა, პრეზიდენტთან ერთად სატელევიზიო ეთერით გააცნონ საზოგადოებას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული ცვლილებების შინაარსი.

დღეს, 18 ივნისს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, რომ ისინი  პარლამენტს კონსტიტუციური ცვლილებების პროექტის პრეზიდენტის სასახლეში განხილვას სთავაზობენ. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი