ახალი ამბები

კობახიძე: მზად ვართ, სატელევიზო ეთერით განვიხილო საკონსტიტუციო ცვლილებები პრეზიდენტთან ერთად

17 ივნისი, 2017 •
კობახიძე: მზად ვართ, სატელევიზო ეთერით განვიხილო საკონსტიტუციო ცვლილებები პრეზიდენტთან ერთად

“იმედის ქრონიკასთან” ინტერვიუში პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ  მზადაა, პრეზიდენტთან ერთად სატელევიზიო ეთერით გააცნონ საზოგადოებას კონსტიტუციასთან  დაკავშირებული ცვლილებების შინაარსი.

“პრეზიდენტისგან ისმის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი, უარგუმენტო კრიტიკა. მაგალითად, იგივე თავდაცვის საკითხებთან დაკავშირებით. გავრცელდა განცხადება იმის თაობაზე, რომ ეს ცვლილება შეიძლება აფერხებდეს ნატოში საქართველოს გაწევრიანებას, რაც არის არა მარტო დაუსაბუთებელი, არამედ ძალიან მძიმე შეფასებას იმსახურებს ასეთი განცხადება. მზად ვარ, საქართველოს პრეზიდენტტან ერთად დავსხდეთ ტელევიზიაში, ერთად გავაცნოთ საზოგადეობას ის ცვლილებები, რომლებიც არის წარმოდგენილი კონსტიტუციაში. ასეთ პირობებში საზოგადოებას ძალიან კარგად დავარწმუნებთ იმაში, რომ ეს დოკუმენტი არის სრულ შესაბამისობაში სამართლებრივ პრინციპებთან. მხოლოდ სამართლებრივი შესაბამისობა არ არის საკმარისი. მთავარია, დოკუმენტი აყალიბებდეს დახვეწილ და დემოკრატიული მმართველობის სისტემას, ეს არის უზრუნველყოფილი ამ დოკუმენტით”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი