ვანო მერაბიშვილთან შეხვედრას პარტიის მხარდამჭერები და საინიციატივო ჯგუფ “თავისუფალი ქუთაისის” წევრები  ესწრებოდნენ.

 

“ჩვენ მეგობრებს შევხვდით და ვისაუბრეთ ქუთაისზე და საქართველოზე და ყველაფერ იმაზე, რაც აწუხებს თვითონ ქალაქს. ძალიან სასიამოვნო გარემო იყო, განსაკუთრებით ხალხი იყო ძალიან კარგი. ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ძალიან ბევრი რამე გვაერთიანებს და გვაქვს საერთო და ძალიან მსიამოვნებს, რომ ვხედავ ადამიანებს, რომლებსაც ჩემნაირი აზრები აქვთ და ერთნაირი ხედვა,” – განაცხადა მერაბიშვილმა.

 

 

მისივე თქმით, საქართველოში დემოკრატია დამყარდა:

 

“მე მესმის, რომ ივანიშვილს ეშინია 19 აპრილის. ნუ ეშინია. მიტინგები საქართველოში იქნება. საქართველოში დამყარდა დემოკრატია და ქართველ ხალხს უნდა, რომ არსებობდეს ხელისუფლება ძლიერი და ამ ხელისუფლებამ დანაპირები შეასრულოს, მაგრამ ამავე დროს ხალხს უნდა, რომ არსებობდეს ოპოზიცია. ოპოზიციის ცალია, რომ მუდმივად მზადყოფნაში ყავდეს, დაძაბული ყავდეს ხელისუფლება, რათა ხელისუფლებას არ დაავიწყდეს, რომ მას აქვს ვალდებულებები. მე  არაფრის არასოდეს შემეშინდება.”– განაცხადა მან. 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *