ახალი ამბები

ივანიშვილი: ქუთაისს პარლამენტი ვერ უშველის

14 მარტი, 2013 • • 1004
ივანიშვილი: ქუთაისს პარლამენტი ვერ უშველის

“პარლამენტის შენობა არის ძალიან რთული, გაუთვლელად გაკეთებული. ახლა სააკაშვილი აღშფოთდება – ჩემს არქიტექტურაში ერევიო… აპრილიდან სერიოზული პრობლემები წარმოიქმნება. როცა მზე იმ შენობას დაადგება, მაისში დეპუტატები იქ მუშაობას ვერ შეძლებენ”.

 

მისი თქმით, ქუთაისში პარლამენტის მშენებლობაზე 360 მილიონი ლარი დაიხარჯა:

 

“მთლიანად შენობის გამოყენებაა რთული, აპრილი და მაისი დადგება და იქ რეალური პრობლემები შეიქმნება. როგორც პარლამენტის შენობა, არის გამოუყენებელი. არ არის ეს მორგებული ჩვენს ბიუჯეტზე. ტექნიკურად გამოუყენებადია, იქ არ არის ვენტილაცია. რა ენერგიასაც მზე შეიტანს, მისი გამოტანა უამრავი ფული დაჯდება.”

 

მისი თქმით, ქუთაისს პარლამენტი ვერ უშველის:

 

“არაეფექტურია, ქუთაისში რომ არის პარლამენტი. ქუთაისს ეს პარლამენტი ვერ უშველის, ქალაქი ვერ აყვავდება, ქუთაისს სჭირდება უამრავი საწარმოს გახსნა. ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ. უნდა იყოს მასიური დასაქმება, ქუთაისი პრაქტიკულად დაცლილია. კორპუსებში ერთი–ორი ნათურა ანთია ღამე.

 

ის ეიფორია არსებობდა, რომ პარლამენტით ეშველებოდა. ერთი წელია არსებობს პარლამენტი, რა შეიცვალა? მუშაობა არის არაეფექტური. ჩამოდიან პარლამენტარები ყოველ შაბათ–კვირას, უამრავი საკითხი გვაქვს განსახილველი და კვირა დღეა ჩემთვის ყველაზე რთული”, – აცხადებს ივანიშვილი.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს წინა მთავრობის გადაწყვეტილებით, 2012 წლის ოქტომბრიდან კონსტიტუციით საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფელი არის ქუთაისში. ახალი მთავრობა კანონის შეცვლას აპირებს, რის შემდეგაც საკანონმდებლო ორგანო ისევ თბილისში უნდა დაბრუნდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი