ახალი ამბები

ირაკლი ოქრუაშვილი დაკითხეს

9 მარტი, 2013 • • 1008
ირაკლი ოქრუაშვილი დაკითხეს

დაკითხვიდან გამოსულმა ოქრუაშვილმა ჟურნალისტებთან მოკლე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ბევრ სხვადასხვა საქმესთან დაკავშირებით დაკითხეს. 

 

თავდაცვის ყოფილი მინისტრის დაკითხვასთან დაკავშირებით დღეს კომენტარი გააკეთა მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმაც, მან აღნშნა, რომ ოქრუაშვილის დაკითხვა ჩვეულებრივი საგამოძიებო ქმედებაა. ჟურნალისტის შეკითხვაზე, დაიკითხა თუ არა თავდაცვის და შს ყოფილი მინისტრი ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით, არჩილ კბილაშვილმა უპასუხა:

 

“ის იკითხება იმ საქმესთან დაკავშირებით, რომელიც კონკრეტულმა პროკურორმა გადაწყვიტა, რამდენიმე თემაა მასთან მიმართებაში და გაცხადდება მისი დაკითხვის შემდეგ”. – განუცხადა ჟურნალისტებს არჩილ კბილაშვილმა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი