ახალი ამბები

პარლამენტი კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის საქმიანობის შესწავლას იწყებს

7 მარტი, 2013 • • 879
პარლამენტი კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის საქმიანობის შესწავლას იწყებს

დეპუტატებს საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეა თავდაპირველად დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც მათ კომუნიკაციების სფეროში მოღვაწე სხვადასხვა კომპანიებმა მიმართეს დარღვევევების შესწავლის მოთხოვნით.

 

“საგამოძიებო კომისიამ უნდა შეისწავლოს მთლიანად ის ვითარება, რომელიც შეიქმნა ამ სფეროში, სადაც გადაწყვეტილებები მიიღებოდა კონკურენტულობის პრინციპის დარღვევით, იყო ინტერესთა კონფლიქტები და ა.შ. სხვადასხვა კომპანიები დავობენ, რომ მათი უფლებები მარეგულირებელმა კომისიამ შელახა, მათ შესაბამისი ფაქტებიც წარმოადგინეს”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრმა, დეპუტატმა გია ჟორჟოლიანმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი