პოლიციელი გოდერძი თევზაძე, რომელსაც ბრალად ედებოდა დემურ სტურუას თვვითმკვლელობამდე მიყვანა, დღეს სასამართლომ გაამართლა. ამის შესახებ ინფორმაციას მისი ადვოკატი ლედი ტუკვაძე ფეისბუკში ავრცელებს.
22 წლის დემურ სტურუამ 7 აგვისტორ სამტრედიის რაიონში, სოფელ დაფნარში თავი ჩამოიხრჩო. მან დატოვა წერილი, რომლის თანახმადაც, თავი მოიკლა პოლიციელ გოდერძი თევზაძის ზეწოლის გამო.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დემურ სტურუას წერილში მოხსენიებულ პოლიციელს, სამტრედიის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპეტორ-გამომძიებელს, გოდერძი თევზაძეს ბრალი 29 აგვისტოს წაუყენა.
სასამართლომ გოდერძი თევზაძეს ბრალი დაუსწრებლად წაუყენა. პოლიციელი მიმალვაში იმყოფებოდა და პროკურატურას მასზე ძებნა ჰქონდა გამოცხადებული. პოლიციელი პროკურატურას 13 სექტემბერს ჩაბარდა.