კანონპროექტს საბოლოოდ მიღებისთვის კენჭს კიდევ ორჯერ უყრიან.
ცვლილებების თანახმად, ჩადენილი დანაშაულის ერთობლიობისას, საბოლოო სასჯელის დასანიშნად, უფრო მკაცრი სასჯელი ნაკლებად მკაცრს შთანთქავს. ხოლო განმეორების შემთხვევაში, საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი ნაკლებად მკაცრს შთანთქავს, ან ნაწილობრივ, ან მთლიანად ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები შეიკრიბება.
განაჩენთა ერთობლიობისას შესაძლებელი იქნება სასჯელთა ნაწილობრივ ან მთლიანად შეკრება, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს. ამ შემთხვევაშიც არჩევანს მოსამართლე კონკრეტული საქმის, კონკრეტული გარემოებებისა და განსასჯელის პიროვნებიდან გამომდინარე გააკეთებს.
ცვლილებების თანახმად, დგინდება საბოლო სასჯელის ვადა. კერძოდ, რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული საბოლოო სასჯელის ვადა 30 წელს არ უნდა აღემატობოდეს. აღნიშნული ცვლილებები იმ პირებსაც შეეხებათ, რომლებიც სასჯელს უკვე იხდიან.








