ახალი ამბები

პარლამენტში ინტერფრაქციული ჯგუფის პირველი სხდომა გაიმართა

7 მარტი, 2013 • • 949
პარლამენტში ინტერფრაქციული ჯგუფის პირველი სხდომა გაიმართა

ჯგუფის სხდომას დღეს, დეპუტატების, საარჩევნო სუბიექტების, არასამთავრობო და საერთშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების გარდა, პარლამენტის თავმჯდომარეც ესწრებოდა. როგორც ჯგუფის წევრები განმარტავენ, საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებული ყველა ცვლილება მაისის ბოლომდე უნდა მოამზადონ.

“ყოველი არსებული ხელისუფლება კანონმდებლობის საკუთარ თავზე მორგებასა და საკუთარი წარმატების უზრუნველყოფას ცდილობს, თუმცა ჩვენ ამომრჩეველს შევპირდით, რომ საქართველოში დასრულდბა ის აურზაური, რაც ყველა არჩევნებს ახლავს თან,” – განაცხადა დავით უსუფაშვილმა. 

მისივე თქმით, ჯგუფთან შეთანხმება მიღწეულია: 

„შევთანხმდით, რომ უნდა შევქმნათ უმაღლესი სტანდარტის კანონმდებლობა საქართველოში, რათა მოქალაქეებს გაუჩნდეთ განცდა, რომ არჩევნების მოახლოება არის არა მორიგი უბედურება, არამედ მორიგი ძალიან სასიამოვნო პროცესის მოახლოება, როდესაც მშვიდ და წყნარ ვითარებაში ყველას ექნება თავისი აზრის გამოხატვის საშუალება და პარლამენტში შემოვა ის ხალხი, ვისაც ხალხის მხარდაჭერა ექნება და არა ხელისუფლება ეჭირება ხელში.“ 

საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერფრაქციული ჯგუფი, რომელიც ორ კვირაში ერთხელ შეიკრიბება, თბილისსა და ქუთაისში იმუშავებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი