ახალი ამბები

პარლამენტმა ეროვნულ სამოსზე კანონი პირველი მოსმენით დაამტკიცა

6 მარტი, 2013 • • 1276
პარლამენტმა ეროვნულ სამოსზე კანონი პირველი მოსმენით დაამტკიცა

საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნება–კონსერვატორების” წევრის, ბიძინა გუჯაბიძის საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც დეპუტატებს უფლება ექნებათ პარლამენტის სხდომებს, საპროტოკოლო–საქმიანი სამოსის გარდა, ეროვნული სამოსითაც დაესწრონ, პარლამენტმა დღეს პირველი მოსმენით დაამტკიცა:

“კანონპროექტი განხილულია კომიეტეტებში და პირველი მოსმენით მივიღეთ. ნაციონალური მოძრაობიდან ოთხმა მისცა წინააღმდეგ ხმა, მომხრეებიც იყვნენ, ზოგმა თავი შეიკავა.”

გუჯაბიძე აცხადებს, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” მენტალური პრობლემა აქვს:”მენტალური პრობლემა აქვს

კონსერვატორები პარლამენტის გახსნისას ქუთაისში, ოქტომბერი. 2012/ფოტო: ზვიად ძიძიგურის ფეისბუქის ანგარიშიდან
კონსერვატორები პარლამენტის გახსნისას ქუთაისში, ოქტომბერი. 2012/ფოტო: ზვიად ძიძიგურის ფეისბუქის ანგარიშიდან

ნაციონალურ მოძრაობას ყოველივე ეროვნულის მიმართ და მათი, აი, ეს გაღიზიანება და საერთოდ, დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ სწორედ აქედან გამომდინარეობს.”

გუჯაბიძე ასევე განმარტებებს აკეთებს, თუ რა  სიტუაციებში გამოიყენებს ეროვნულ სამოსს. მისი თქმით, პარლამენტში ჩოხით მოსვლით ის ერთგავარდ პროტესტსაც გამოთქვამს:

“რამდენად ხშირად მოგვიწევს ამის გამოყენება, ამას სიტუციის მიხედვით ვიმსჯელებთ. იქნება სადღესასწაულო დღეები, იქნება მნიშვნელოვანი კანონპროექტების გატანის პროცედურა, იქნება, ვთქვათ, საზეიმო ვითარების ან ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ხაზგასასმელად ამ სამოსში მოსვლა, იქნება ამავე დროს პროტესტის გამოხატვა იმ პროცესის მიმართ, დღევანდელი ოპოზიცია რომ ახორციელებდა, ამ ეროვნულ სამოსში ამ პროტესტის გამოხატვა იქნება ხაზგასმულიი ჩვენი ჩცმულობით, როცა მოვალთ პარლამენტში”.

გუჯაბიძე ასევე აცხადებს, რომ როდესაც კანონპროექტს  მიიღებენ, ეს სხვა სამსახურებისთვის სტიმული იქნება:

“თუკი სხვა სტრუქტურები გადაიღებენ, შეიძლება უცხოელი სტუმრების დახვედრის ცერემონიალის დროს პროტოკოლის სამსახურმაც ამ ფორმით მიიღოს ეს უცხოელი სტუმრები. ოფიციალური შეხვედრების, ან სადღესასწაულო დღეებში საგარეო საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს დელეგაციების დახვედრის სტრუქტურებს შეეძლებათ… მე იმას კი არ ვამბობ, რომ მაინცდამაინც ამა თუ იმ ფორმით, ან კონკრეტულად ჩოხით, შეიძლება ამის სტილიზება მოხდეს და სამხედრო ფორმაშიც შეიძლება გამოყენებული იქნეს ეროვნული ტანსაცმლის რაღაც ელემენტები”.

მასალების გადაბეჭდვის წესი