ახალი ამბები

დავითაშვილი უმცირესობას: დიახ, თქვენ ბაჩო ახალაიები ხართ!

6 მარტი, 2013 • • 1035
დავითაშვილი უმცირესობას: დიახ, თქვენ ბაჩო ახალაიები ხართ!

“რამდნიმე ხნის წინ თქვენ მაისურებზე გეწერათ, მეც ბაჩო ახალაია ვარ. დიახ, თქვენ ბაჩო ახალაიები ხართ, ყოველთვის ბაჩო ახალაიები იყავით და ბაჩო ახალაიებად დარჩებით,” – განაცხადა დავითაშვილმა პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

 

მისივე თქმით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე უარის თქმით ახალაიამ აღიარა ბრალდება:

 

„კოლექტიურ ბაჩო ახალაიებს მივმართავ. თქვენმა კოლეგა ახალაიამ აღიარა დანაშაული, როდესაც უარი თქვა ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტზე და უკან დაიხია“.

 

დავითაშვვილი ამტკიცებს,  რომ ხალხი სამაართლიანობის აღდგენას მოითხოვს:

 

“ამგვარი ბაჩო ახალაიების მხრიდან მორალის კითხვა ჩაგვრაზე და იმაზე, რომ დაკითხვაზე არ უნდა დაიბარონ, ვერ მივიღებ და მოვუწოდებ უმრავლესობას, რომ იუსტიციის სამინიტროს მიერ “საერთო სასამართლოების შესახებ“ მომზადებული კანონპროექტის განხილვა გაგრძელდეს, რადგან ხალხი სამართლიანობის აღდგენას მოითხოვს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი