“თუ უმცირესობას სურს, რომ დოკუმენტი ინტერფრაქციული შეთანხმება იყოს, მათ თავიანთი მოსაზრება დღეს, პლენარული სესიის შესვენებამდე უნდა დააფიქსირონ. თუ ამ შეთავაზებას არ მიიღებთ, უმრავლესობა დოკუმენტს პარლამენტის რეზოლუციის სახით სესიაზე გაიტანს.”
მისივე განმარტებით, დოკუმენტის ბოლო ვერსია შაბათს პავლე კუბლაშვილს მიეწოდა:
“იყო შეთანხმება, რომ დოკუმენტი იქნებოდა ორშაბათს. შემდეგ ითქვა, რომ სამშაბათს უმცირესობა დაუკავშირდებოდა გიორგი ვოლსკის, რომელიც დოკუმენტის ბოლო ვერსიაზე მუშაობს, თუმცა არც ეს მომხდარა.“
შეგახსენებთ, რომ გუშინ პრემიერმა და პრეზიდენტმა გამოხატეს მზადყოფნა, რომ მოამზადონ ერთობლივი განცხადება საქართველოს ევროატლანტიკური ორიენტაციის კურსის ურყეობის შესახებ.