პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ბიძინა ერთობლივი წერილით ევროკავშირსა და ნატოს მიმართავენ. საპარლამენტო უმრავლესობის და უმრავლესობის წევრები აღნიშნულ ინიციატივაას პოზიტიურად აფასებენ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს საგარეო ორიენტაციასთან დაკავშირებით არანაირი კითხვის ნიშანი არ არსებობს:
“ქართულ საზოგადოებაში ისევე როგორც დასავლეთში არ არსებობს კითხვის ნიშანი საქართველოს დასავლური ორიენტაციის ირგვლივ. თუმცა არის გარკვეული მეთოდოლოგიური მიდგომები როგორ შეიძლება გამოვხატოთ ჩვენი დასავლური ორიენტაციით სიტყვით, საქმით. ნებისმეირ ფორმებივი ზეპირი თუ საჯარო გგანხადებების კეთებაზედროსი ხარჯვას სჯობდა მეტი საქმით დავკავებულიყავით და გვეზრუნა დემოკრატიულ ინსტიტუტების გძლიერებაზე. მათ სორის სჯობია დრო საქმე დავუთმოთ რეალურ საქმეს, რაც მიგვიყვანს ნატოს კარებთან.თუ ამის სურვილ აქვს უმვირესობას, მე აქ ცუდ ვერაფსრს ვერ ვხედავ. “
გადაწყვეტილებას პოზიტიურად აღიქვამს უმცირესობის წევრი გიორგი კანდელაკი. თუმცა ის დეკემბერსი განვითარებულ მოვლენებს იხსენებს. მისი მტკიცებით, ასეთი ინიციატივა “ნაციონალურმა მოძრაობამ” დეკემბერში გააჟღერა, თუმცა მაშინ პრემიერ-მინისტრმა კატეგორიული წინააღმდეგობა გაუწია:
“ძალიან მნიშვნელოვანია გავიხსენოთ, რომ თავის დროზე ამ შესანიშნავ იდეას დაეთანხმა თვითონ საგარეო საქმეთა მინისტრიც. საგარეო საქმეთა მინისტრმა წარუდგინა იგი პრემიერ-მინისტრს და პრემიერ-მინისტრმა კატეგორიული წინააღმდეგობა გაუწია იმ ტექსტს, რომელიც შეთავაზებული იყო. რა თაქმა უნდა ეხლა ბევრად ნაკლებად წაადგება… წაადგება რა თქმა უნდა აუცილებელი არის ეს. გაუგებარი არის რატომ უარყო თავის დროზე პრემიერ-მინისტრმა, მიუხედავად ამისა მაინც კარგი იქნება ეს ერთობლივი მიმართვა რომ გაიგზავნოს. ნეგატიური ფაქტორი არის ის, რომ დეკემბერსა და დღევანდელ დღეს შორის მოხდა ძალიან ბევრი ცუდი რამ. ძალიან ბევრი საზიანო ნაბიჯი გადადგა ხელისულებამ საქართველოს იმიჯისა და საქართველოს ერვროატლანტიკური მისწრაფებების თვალსაზრისით. “
მისივე თქმით მიმართვის ტექსტი უნდა იყოს ძალიან მარტივი:
“ჩვენი, ჩვენი პილიტიკური მოწინააღმდეგეები ვთვლით, რომ ჩვენგმა ქვეყანამ უნდა გააგრძელოს წინსვლა ნატოს და ევროკავშირის წევრობის მიმართულებით. ეს არის მრავალი თაობის ქართველის ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის დაღუპული პატრიოტის ოცნება”.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ლინას ანტანას ლინკევიჩუსს შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისთვის აუცილებელად მიაჩნია მან და პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ერთობლივი წერილით მიმართონ ევროკავშირსა და ნატოს.
„ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა. ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის ინტერესი ემთხვევა ჩვენსას, იცით, რომ ვილნიუსი არის მასპინძელი ქვეყანა სამიტისა, რომელიც შემოდგომაზეა დაგეგმილი და ლიტვას გააჩნია დამატებითი ვალდებულება, რომ ჩვენ მივიღოთ ის მაქსიმუმი, რისი სურვილიც გაგვაჩნია. რჩევაც მივიღეთ, დღეს ბატონი ლინას ლინკევიჩუსი ასევე ხვდება საქართველოს პრეზიდენტს და მე ჩემი მხრივ უკვე დავთანხმდი, რომ გაკეთდეს ჩვენი ერთობლივი განცხადება,“–განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.