ახალი ამბები

აქცია: “ქართლის დედების მარში”

3 მარტი, 2013 • • 2919
აქცია: “ქართლის დედების მარში”

აქცია-პერფორმანსის მონაწილეები თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეიკრიბნენ, შემდეგ გადაინაცვლეს ილიას უნივერსიტეტთან, მოგვიანებით- რუსთაველზე, საბოლოოდ კი მსვლელობა თავისუფლბის მოედანზე დასრულდა. 

 

აქცია–პერფორმანსის მონაწილეებმა ქართლის დედის როლი მოირგეს, რომლებიც თეთრებში იყვნენ ჩაცმული წარწერით- “made in patriarchy” (დამზადებულია პატრიარქატში),  სახეშეღებილებს ცალ ხელში ხმალი, მეორეში კი ღვინის ფიალა  ეჭირათ. 

 

აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ ტრანსპარანტები წარწერით- “ქალი ქარხანა არ არის”, “ფუნქცია რეპროდუქცია”. 

 

შეგახსენებთ, რომ დედის დღეს 3 მარტს ბოლო 22 წელია აღნიშნავენ. ამ დღესთან დაკავშირებით დღეს მილოცვები  პრემიერმა, პრეზიდენტმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა და თბილისის მერმა გაავრცელეს. 

 

ფოტოს ავტორი თინა აგნუს

 

ფემინიზმი
ფემინიზმი

 

ფემინიზმი
ფემინიზმი

 

ფემინიზმი
ფემინიზმი

 

ფემინიზმი
ფემინიზმი

 

ფემინიზმი
ფემინიზმი

 

ფემინიზმი
ფემინიზმი

მასალების გადაბეჭდვის წესი