“დღევანდელი ბრალის დაუშვებლად ცნობის საკითხს აუცილებლად დავაყენებთ, ვინაიდან მას ბრალი ადვოკატის დაუსწრებლად წარედგინა”, – განაცხადა მალხაზ ველიჯანაშვილმა.
ბაჩანა ახალაიას დღეს კიდევ ერთი საქმის გამო წაუყენეს ბრალი. საქართველოს მთავარი პროკურატურის ცნობით, გახსნილია ციხის ბუნტის საქმე, რომლის ფარგლებშიც მაშინდელ სასჯელაღსრულების მინისტრს, ბაჩანა ახალაიას ბრალი წარედგინა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით.








