ახალი ამბები

ძმები აფრასიძეები პატიმრობიდან გაათავისუფლეს

28 თებერვალი, 2013 • • 4224
ძმები აფრასიძეები პატიმრობიდან გაათავისუფლეს

აფრასიძეები 2004 წელს მესტიაში, სოფელ ეცერში, ჩატარებული სპეცოპარაციის დროს დააკავეს. სპოცეპარაციის დროს, რომელსაც მაშინდელი შს მინისტრი გიორგი ბარამიძე ხელძღვანელობდა, ლიკვიდირებული იქნა მათი ერთი ძმა და მამა. ხოლო დაკავებულებს 19 და 17 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. 

 

ადვოკატ ირმა ჭკადუას განცხადებით,  გოჩა და შმაგი აფრასიძეებს ამნისტიით სასჯელი გაუნახევრდათ, შემდეგ კი გათავისუფლდნენ. 

 

“თქმა იმისა, რომ სამართლიანობამ იზეიმა, ნაადრევია. აფრასიძეებმა გადაიტანეს არაადამინური მოპყრობა პენიტენციალურ სისტემაში. გოჩა აფრასიძე არის დაბრმავებული, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე. მათი ვადამდე ადრე განთავისუფლება სპეციალურმა კომისიამ განიხილა. აფრასიძეები აპირებენ სამართლებრივად საქმის გაგრძელებას. ისინი ითხოვენ, რომ გამოძიებული იქნას, რამდენად სწორად და სამართლიანად ჩატარდა 2004 წელს სპეცოპერაცია. “

 

აფრასიძეების საქმე კახი კალაძის ძმის ლევან კალაძის გატაცებასა და მკვლელობას უკავშირდება. შესაბამისი ბრალდებებით აფრასიძეების დაკავების ოპერაცია, რომელსაც შს მაშინდელი მინისტრი გიორგი ბარამიძე ხელმძღვანელობდა, მესტიაში, სოფელ ეცერში 2004 წლის 24 მარტს განხორციელდა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი