“ჩვენ, ფაქტიურად, ისეთ საკითხებზე შევთანხმდით, რაზეც უმრავლესობა არც კი ფიქრობდა, მაგრამ ჩვენ წავედით იმაზე, რომ კონსტიტუციით, რაც უნდა შესულიყო ძალაში 2013 წლის ოქტომბერში, მზად ვიყავით მანამდე ამოქმედებულიყო და უფრო მეტად ყოფილიყო მთავრობა და პარლამენტი გაძლიერებული. ამ შემთხვევაში ჩვენ, როგორც პოლიტიკური ძალა, მზად ვიყავით გადაგვედგა ეს ნაბიჯი”, – აცხადებს მაჭავარიანი.
მისი თქმით, ამის შემდეგ განცხადება გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ იმის თაობაზე, რომ შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული, მაგრამ მოლაპარაკება უნდა გაგრძელდეს. ამას მოჰყვა პრემიერ-მინისტრის მიმართვა პრეზიდენტისადმი, რასაც, მაჭავარიანის თქმით, მყისიერად გამოხმაურა პრეზიდენტი, რომელშიც მიუთითა, რომ მზად არის დიალოგისთვის.








