ახალი ამბები

ბობოხიძე: ვეუბნები პრემიერს, მუხლდაჩოქილი მივიდეს მიხეილ სააკაშვილთან

27 თებერვალი, 2013 • • 889
ბობოხიძე: ვეუბნები პრემიერს, მუხლდაჩოქილი მივიდეს მიხეილ სააკაშვილთან

“თუ ქვეყანას ჭირდება, თუ სამშობლოს ჭირდება, მე ვეუბნები პრემიერს, მუხლდაჩოქილი მივიდეს მიხეილ სააკაშვილთან. თუ ქვეყანას ჭირდება, პრეზიდენტსაც მოვუწოდებ, ფეხებამოკეცილი მივიდეს პრემიერთან. ოღონდ განსხვავება იცით რა არის? პრეზიდენტმა ამისთვის მზადყოფნა უკვე გამოხატა, პრემიერი მხოლოდ რაღაც საგაზეთო დეკლარაციებით ესაუბრება პრეზიდენტს. ეს არის ქვეყნისთვის დამღუპველი,”- ეს განცხადება კაკო ბობოხიძემ დღეს, 27 თებერვალს ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. 

 

ბობოხიძე ასევე მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი ერთმანეთს მშვიდობისმყოფელობაში ეჯიბრებიან:

 

“ერთი ტრადიცია დამკვიდრდა, პრემიერი და პრეზიდენტი ეჯიბრებიან ერთმანეთს მშვიდობისმყოფელობაში. პრეზიდენტმა უკვე გამოთქვა მზადყოფნა პრემიერთან მისვლის, თუმცა, პირიქით, პრემიერს ეკუთვნის მისვლა. მოვუწოდებ ბიძინა ივანიშვილს, არ არის ნორმალური, როდესაც პრემიერი და პრეზიდენტი ერთმანეთთან წერილებით და ღია ტექსტებით საუბრობენ, როდესაც საგაზეთო მიმართვებით საუბრობენ.”

 

მასალების გადაბეჭდვის წესი