ახალი ამბებიხელოვნება

კაცი, რომელსაც მეფისტოფელის სიტყვებში გზა არ აებნა – დავით წერედიანს პრემია გადასცეს

30 მაისი, 2017 • 11239
კაცი, რომელსაც მეფისტოფელის სიტყვებში გზა არ აებნა – დავით წერედიანს პრემია გადასცეს

კაცი, რომელიც თაგმანში არსდროს დაკარგულა, – ასე აფასებენ დღეს ქართველ მთარგნელსა და პოეტს, დავით წერედიანს ლიტერატურის კრიტიკოსები. 30 მაისს თბილისის  მე-3  საერთაშორისო ლიტერატურის ფესტივალზე მას გოეთეს ინსტიტუტის და DVV International-ი “გივი მარგველაშვილის სახელობის” პრემია გადაეცა ქართულ-გერმანული კულტურული ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.

დავით წერედიანი 1981 წლიდან ეწევა მთარგმნელობით საქმიანობას. მან ბევრ სხვა ნაწარმოებთან ერთად, გოეთეს „ფაუსტი“ და ძმები გრიმების ზღაპრები თარგმნა გერმანული ენიდან.

„ფაუსტი“, რომელსაც გერმანელი მწერალი და მოაზროვნე, იოჰან ვოლფგანგ გოეთე (1749 – 1832) თითქმის მთელი სიცოცხლის განმავლობაში წერდა, მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი უმაღლესი ქმნილება, სიმბოლურ-ალეგორიული ნაწარმოებია. დაჯილდოების საღამოზე შეკრებილი ფილოლოგები აღნიშნვანდნე, რომ “ფუსტის” თარგმანის შექმნას ისეთივე შრომა სჭირდება, როგორც ორიგინალის დაწერას. ქართველმა მკითხველმა სწორედ დავით წერედიანის ახალი თარგმანით კიდევ ერთხელ, უკეთ გაიცნო მსოფლიო ლიტერატურის შედევრის პირველი ნაწილი და მალე მეორე ნაწილსაც გაეცნობა.

“თარგამნს ვიწყებდი, მერე მივატოვებდი რამდენიმე წელი, შემდეგ ისევ ვუბრუნდებოდი. რითმიანი ლექსი ზოგადად, ძნელი სათარგმნია. როდესაც მასში ამხელა აზრი დევს, კიდევ უფრო ძნელია. ამას ისიც ემატებოდა, რომ თითოეული მეფისტოფელი სხვანაირად ლაპარაკობს, ფაუსტი სხვანაირად. ინტონაციები და საზომები იცვლება განუწყვეტლივ. დიდ ნაწარმოებს როდესაც თარგმნი, ერთ გზას, რომ გაიკვალავ მერე ადვილდება, მაგრამ აქ არაფერს გიადვილებს. როგორც ჩანს,  თვითონაც გაწამდა იმდენი წელი წერა და მეც გამაწამა, მაგრამ ეს წვალება დიდ სიამოვნებასთან იყო დაკავშირებული,” – ამბობს წერედიანი.

დაჯილდოების ცერემონიაზე დავით წერედიანის თარგმნელობით მოღვაწეობაზე ვრცლად ისაუბრეს პოეტმა და მთარგმნელმა გიორგი ლობჟანიძემ და კრიტიკოსმა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორიმა ლევან ბრეგაძემ.

ლობჟანიძის თქმით, დავით წერედიანი ოსტატურად ახერხებს გარდაისახოს ყველა იმ ავტორად, რომლის ნაწარმოების თარგმნასთანაც ჰქონია საქმე.

“არსებობენ აპლუის მთარგმენელები, რომლებიც შესანიშნავად თარმგნიან ერთ ლიტერატურულ ნიმუშსა თუ მწერალს, მაგრამ შემდეგ რაც არ უნდა თარგმნონ, ამ პირველი წარმატებული თარმანის თარგზე ჭრიან… მათგან განსხვავებით დავით წერედიანი დიდი თვალსაწიერის მთარგმნელია,” – ამბობს ლობჟნიძე.

ლევან ბრეგაძე კი აღნიშნავს, რომ სალექსო ტექნიკის განსაკუთრებული ფლობისა და ისეთი ენის გამოყენებით, რომელიც მაქსიმალურად ბუნებრივია წერედიანმა იუმორისტული პასაჟების გადმოტანა თითქმის უცვლელად შეძლო გერმანული ენიდან ქართულში. ასევე ის გონებამახვილურად განსჯის, როდის არის უმჯობესი ფრაზების ზუსტი თაგმანი და როდის სიტყვებში დაფარული აზრის.

საქართველოში გოეთეს ინსტიტუტი და DVV International-ი გივი მარგველაშვილის სახელობის პრემიას უკვე მეხუთედ გაიცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი