“ტერიტორიული პრეტენზიების აღმოფხვრის შემდეგ, რომლებიც სომხეთის კონსტიტუციაშია ასახული, სამშვიდობო შეთანხმება შესაძლოა უკვე მეორე დღესვე გაფორმდეს”, – როგორც Trend იუწყება, ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა.
მინისტრის თქმით, აზერბაიჯანმა სრულად შეასრულა ყველა ვალდებულება, რომელიც მის მხარეს ეკისრებოდა.
„ჩვენც გვაქვს ჩვენი მოლოდინები. სომხურმა მხარემ განაცხადა, რომ ახალ კონსტიტუციურ აქტში აღარ იქნება მითითება დამოუკიდებლობის ყოფილ აქტზე. ამ შემთხვევაში მშვიდობის მიღწევისთვის აღარ დარჩება არანაირი დაბრკოლება. რაც უფრო სწრაფად მოხდება ეს, მით უკეთესი იქნება“.
2025 წლის 8 აგვისტოს, ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან გამართული სამმხრივი შეხვედრის შედეგების მიხედვით, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას ბაქოსა და ერევანს შორის მშვიდობის უზრუნველყოფისა და აზერბაიჯანის ძირითად ნაწილსა და ნახიჩევანს შორის სატრანსპორტო კავშირის დამყარების შესახებ. ამ პროექტს ეწოდა „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“.
შეხვედრის ფარგლებში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა და სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა პარაფირება გაუკეთეს „აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და სომხეთის რესპუბლიკას შორის მშვიდობის დამყარებისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების შესახებ შეთანხმების“ პროექტს და ხელი მოაწერეს აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ მიმართვას ეუთოს მოქმედი თავმჯდომარისადმი – ეუთოს მინსკის პროცესის, მინსკის კონფერენციის მიერ განხილულ კონფლიქტთან დაკავშირებით ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის პირადი წარმომადგენლისა და მაღალი დონის დაგეგმვის ჯგუფის დახურვის შესახებ.
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
