ახალი ამბები

პროკურატურამ სამი მოსამართლის მიმართ მოკვლევა დაიწყო

26 თებერვალი, 2013 • • 1110
პროკურატურამ სამი მოსამართლის მიმართ მოკვლევა დაიწყო

არჩილ კბილაშვილის განცხადებით, სამ მოსამართლესთან დაკავშირებით არის ასეთი მოცემულობა: “ერთ მოსამართლესთან არის გასარკვევი ის საკითხი, რომ მან ერთ პირს აღმკვეთ ღონისძიება შეუფარდა მაშინ, როცა ამნისტიის აქტი იყო გამოსული და ეს პირი თავისუფლდებოდა პასუხისმგებლობისაგან.
ხოლო ორ მოსამართლეს უმაღლესი იურიდიული განათლება არ აღმოაჩნდა”.

 

 

მთავარი პროკურორის განცხადებით, “როცა პირი ამნისტიით გათავისუფლებულია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან და მისი დაპატიმრება ხდება, ეს თავისთავად უკანონო პატიმრობას ნიშნავს. უკანონო პატიმრობა შეიცავს დანაშაულის ნიშნებს.  ეს საკითხი პროკურატურის მიერ უნდა იყოს გამოძიებული. ამიტომაც ვალდებული ვართ გამოვიძიოთ. ეს მოსამართლე დღესაც მოსამართლეა. მოწმის სახით მინიმუმ ის უნდა დაიკითხოს და გავარკვიოთ, რასთან გვქონდა საქმე.”

რაც შეეხება მოსამართლეების უმაღლესი განათლების საკითხს, არჩილ კბილაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს კონსტიტუციაში, 86-ე მუხლში წერია, რომ მოსამართლედ შეიძლება დაინიშნოს ის პირი,  რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება.

კბილაშვილი აცხადებს, რომ პროკურატურა დაინტერესდება, ვინ მიიღო ამ მოსამართლეების დანიშვნის გადაწყვეტილება: “გამოეპარა, არ გადაამოწმა, თუ გულგრილად მოეკიდა ამ საკითხს. ეს ყველაფერი არის შეფასების საგანი.”     

მასალების გადაბეჭდვის წესი