ახალი ამბები

შოთა გეწაძემ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე მიხეილ ჩინჩალაძე წარადგინა

29 მაისი, 2017 •
შოთა გეწაძემ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე მიხეილ ჩინჩალაძე წარადგინა
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მოსამართლე წევრმა შოთა გეწაძემ თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე მიხეილ ჩინჩალაძის კანდიდატურა წარადგინა.  მიხეილ ჩინჩალაძე უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლეა, რომელიც 11 მაისს უვადოდ დაინიშნა პოსტზე.

მიხეილ ჩინჩალაძე 2004-2007 წლებში მუშაობდა საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სხვადასხვა თანამდებობებზე. 2007-2013 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. 2007 წლიდან დღემდე კი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. ასევე იყო ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე და უზენაესი სასამართლოს თავმდჯომარე.

2017 წლის თებერვალში ძალაში შევიდა მართლმსაჯულების “მესამე ტალღის” რეფორმა, რომელიც 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშვნისაგან ათავისუფლებს საკონსტიტუციო სასამართლოსა და უზენაესი სასამართლოს როგორც მოქმედ, ისე ყოფილ წევრებს, თუ მათ საკონსტიტუციო ან უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება აქვთ.

ჩინჩალაძის უზენაეს სასამართლოში მოსამართლედ უვადოდ დანიშვნას ეწინააღმდეგებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

დააწექით ბმულს და წაიკითხეთ ვრცლად, თუ რატომ ეწინააღმდეგებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები მიხეილ ჩინჩალაძის უვადოდ დანიშნვნას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი