ახალი ამბები

პრეზიდენტმა მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღას ხელი მოაწერა

13 თებერვალი, 2017 • 17028
პრეზიდენტმა მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღას ხელი მოაწერა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილმა ხელი მოაწერა სასამართლო რეფორმის მესამე ტალღას, რომელზეც პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის განცხადებით, პრეზიდენტს სურვილი აქვს, რომ სასამართლო რეფორმა დროულად დაინერგოს, ხელს აწერს ამ კანონებს და აქვეყნებს მათ.

„საქართველოს პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები, მან კიდევ ერთხელ მიიღო რეფორმა საერთო სასამართლოებში და ეს ახალი პაკეტი გამოუშვა ხელმოსაწერად საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა სასამართლოს დეცენტრალიზაციას, სასამართლოს მეტ დაცულობას, რაც იყო პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში და ეყრდნობოდა ვენეციის კომისიის პოზიციას. კანონთა პაკეტი მოიცავს რამდენიმე პოზიტიურ ცვლილებასაც, მათ შორის საქმეთა ელექტრონულ განაწილებას, რასაც პრეზიდენტმა ადრეც დაუჭირა მხარი,“ – განაცხადა ანა დოლიძემ.

24 იანვარს პრეზიდენტმა ვეტო დაადო პარლემტნის მიერ მიღებულ კანონპროქტთა პაკეტს მართლმსაჯულების მესამე ტალღის შესახებ და მოტივირებული შენიშვნები პარლამენტს გადაუგზავნა. პარლამენტმა პრეზიდენტის შენიშვნები არ გაიზიარა და 10 თებერვალს პრეზიდენტის ვეტო დაძლია.

მასალების გადაბეჭდვის წესი