ახალი ამბები

უსუფაშვილის განცხადებით, ერთ თვეში იგი ვაშინგტონს ეწვევა

23 თებერვალი, 2013 • • 1250
უსუფაშვილის განცხადებით, ერთ თვეში იგი ვაშინგტონს ეწვევა

“შეხვედრა იყო ძალინ პროდუქტიული, როგორც მოსალოდნელი იყო. კონგრესმენებს აინტერესებდათ ჩვენი პასუხები; რამდენიმე საკითხზე, ავღანეთთან დაკავშირბით, საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე, ამერიკის შეერთებული შტატები და კონგრესი რჩება ჩვენი ქვეყნის უპირველეს მეგობრად და მხარდამჭერად. ჩვენ შევთანხმდით შემდეგ კონტაქტებზე, მე მომიწევს ვაშინგტონში ჩასვლა უახლოეს ერთ თვეში ან თვენახევრის განმავლობაში, ასე რომ, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა, მათ შორის პარლამენტის დონეზე ურთიერთობა კიდევ უფრო წინ წავა”.– განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. 

 

შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა კონგრესმენმა დენა რორაბაქერმაც. მისი შეფასებით, ვიზიტი წარმატებული იყო:

 

“ჩვენ დავასრულეთ ვიზიტი, მინდა აღვნიშნო, რომ ეს ვიზიტი იყო წარმატებული, გავეცანით იმ პოლიტიკურ სიტუაციას და პოლიტიკურ ბრძოლას, რომელიც ქვეყანაში ხდება, ჩვნს ქვეყანაში არ ხდება ასეთი პოლიტიკური პერიპეტიები, ჩვენთან მოლაპარაკებით ხდება ყველაფერი. დემოკრატია ნიშნავს იმას, რომ კონფლიქტი ადამიანებს შორის მშვიდობიანად მოგვარდეს. მე იმედი მაქვს, რომ ეს პოლიტიკური კონფლიქტი, რაც აქ ხება, დასრულდება ისე, როგორც საჭიროა”– განაცხადა კონგრესმენმა. 

 

კონგრესმენებსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. უსუფაშვილთან შეხვედრამდე კონგრესმენებმა შეხვედრები  პრემიერთან  და პრეზიდენტთან გამართეს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი