ახალი ამბები

კავკასიური და ქართული ნაგაზების ეროვნული გამოფენა

23 თებერვალი, 2013 • • 1376
კავკასიური და ქართული ნაგაზების ეროვნული გამოფენა

გამოფენა დილის 10 საათიდან გაიხსნა და მასზე დასწრება თავისუფალია. კავკასიური და ქართული ნაგაზების ეროვნულ გამოფენაზე მონაწილეობას მიიღებს 115 ნაგაზი, აქედან 40 – ქართული ჯიშის, ხოლო დანარჩენი -კავკასიური. 

 

“გელოდებით ყველას, ვისაც გიყვართ ძაღლები. წინ გელოდებათ არაჩვეულებრივი სანახაობა” – ნათქვამია აგრარული უნივერსიტეტის “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე.

 

გამოფენის ორგანიზატორები საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი და საქართველოს კინოლოგიური ფედერაცია არიან. 

მასალების გადაბეჭდვის წესი