კანონპროექტის ავტორი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა დავითაშვილი ამბობს, რომ აღნიშნული ცვლილებების მიზანი ასაკობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრაა:
“თუ ადამიანი შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას, მისი კვალიფიკაცია, ცოდნა, გამოცდილება შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას, ის უნდა დარჩეს და არც შეზღუდვა არ უნდა იყოს ასაკიანი ადამიანების მიღებაზე საჯარო სამსახურში. ბევრი ასაკიანი ადამიანი უკეთესი მუშაკია, ვიდრე ბევრი აზალგაზრდა.”
საპარლამენტო უმცირესობის წევრი მიხეილ მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივის მიზეზი პოპულიზმია:
“ამის წინააღმდეგ წასვლა საკმაოდ არაპოპულარულია.”
მისივე განცხადებით, სამსახურიდან გაშვების კრიტერიუმი ასაკი არ არის:
“კრიტერიუმი სამსახურიდან გაშვების ეს არაა, ეს არის ერთ-ერთი, რომ მას უფლება აქვს წავიდეს სამსახურიდან. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს რაღაც ცვალებადობა, რომ ადამიანი, რომელიც დამსახურებულია, რაღაცას გააკეთებს, მიაღწევს, მის მაგივრად მოდიოდეს ახალი, კვალიფიკაციამიღებული ადამიანი, რომელმაც შესაბამისი საფეხური გაიარა.”