ახალი ამბები

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საიას საკანონმდებლო წინადადებას მხარი არ დაუჭირა

22 თებერვალი, 2013 •
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საიას საკანონმდებლო წინადადებას მხარი არ დაუჭირა

22 თებერვალს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა აღნიშნულ წინადადებაზე იმსჯელა და მხარი არ დაუჭირა.   საია-ს თავმჯდომარე კახა კოჟორიძე ამბობს, რომ ისინი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ითხოვდნენ ცვლილებების შეტანას, კერძოდ, ადმინისტრაციულ პატიმრობის გამოყენების ნაწილში:

 

„გვინდოდა ის განცდა, რომ ბევრი ადამიანის მიმართ ხდებოდა პატიმრობის შეფარდება, შეჩერებულიყო და ამასობაში პარლამენტს ემსჯელა კანონის შეცვლაზე. თუმცა პარლამენტმა არ გაიზიარა ჩვენი ხედვა, რაც სამწუხაროა“.

 

უმრავლესობის წევრის გედევან ფოფხაძის თქმით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი შესაცვლელია, თუმცა პრობლემის მოგავარების გზა მორატორიუმი არ არის:

 

„საიას რეკომენდაცია ითვალისწინებდა მორატორიუმის გამოცხადებას ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენებაზე, როგორც სანქციაზე, ვიდრე სამართლიანი სასამართლოს უფლება არ იქნება დაცული. თუ მე არ მომწონს რაღაც პროცედურები, ეს არ ნიშნავს, შევაჩერო მთელი სისტემის მუშაობა, ვიდრე ეს პროცედურები არ გამოსწორდება.”

 

მასალების გადაბეჭდვის წესი