ახალი ამბები

პარლამენტის თანამშრომლების კონტროლი მკაცრდება

21 თებერვალი, 2013 •
პარლამენტის თანამშრომლების  კონტროლი მკაცრდება
დავით უსუფაშვილის განცხადებით, აპარატის თანამშრომლების სამუშაოზე დასწრების კუთხით უწყებაში კარგი ვითარება არ არის.
 
 
მის მტკიცებითთანამშრომლების ნაწილი ხშირ შემთხვევაში სამსახურში არ ცხადდება, რისთვისაც კონტროლის მექანიზმების ამოქმედება გახდა საჭირო:
 
 
 

დავით უსუფაშვილი
დავით უსუფაშვილი
 
“სანამ ვართ ამ შენობაში, სამუშაო ადგილად განსაზღვრულია.  თუ მსგავსი პოზიციისა და ხელფასის აპარატის თანამშრომლების ნაწილისათვის აქ არყოფნა ითვლება გაცდენად, ნაწილი შეიძლება ვერ ნახოთ აქ. ძალიან იშვიათად არიან ამ შენობაში. საინტერესოა, სად შრომობს ის ხალხი ამ სხვა დროს. მივედით იმ გადაწყვეტილებამდე, რომ შენობაში დამონტაჟდა შემოსვლისა და გასვლის ელექტრონული სისტემა, რომლის გამოყენება ყველასთვის საჭირო იქნება.”

 

 

უსფაშვილის გადაწყვეტილებით, ელექტრონულად დაფიქსირდება  პარლამენტის აპარატის თანამშრომელთა შენობაში შესვლა-გამოსვლა. ხოლო კვირის ბოლოს ელექტრონული ამონაწერი გაკეთდება და ინფორმაცია კომიტეტის ხელმძღვანელებს მიეწოდებათ:

 

” შეზღუდვა ამ ეტაპზე არ ვრცელდება ფრაქციების, უმრავლესობისა და უმცირესობის აპარატის თანამშრომელთა მიმართ.”

მასალების გადაბეჭდვის წესი