“მეამაყება, რომ ეროვნული ტანსაცმელი მაცვია,”- განაცხადა გუჯაბიძემ. 


მისივე თქმით, სხვა ეროვნების დეპუტატებსაც შეეძლებათ თავიანთი ეროვნული სამოსი ჩაიცვან.


საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანი მიროტაძე ამბობს, რომ  ყოველდღე ჩიხტიკოპით პარლამენტში ვერ ივლის. მიროტაძე ალტერნატიული ინიციატივით გამოდის და ამბობს, რომ მომხრეა წელიწადში ერთი, ან ორი დღის არჩევის, როდესაც ყველა ეროვნული ტანისამოსით დაიშვება პარლამენტში:


“ჩემთვის ძალიან სასიამოვნო ინიციატივაა, რატომაც არა. თუ ასე არ მივიღებთ, შეიძლება მივიღოთ სახვაგვარად. ისე როგორც მე ვამბობ, ან  შეიძლება უკეთესი ვარიანტი შემოგვთავაზოს ვინმემ. ძალიან საინტერესო იქნება, რატომ არა, ძალიან ლამაზი იქნება. წარმომიდგენია იმ დღეს ყველა დეპუტატი და სხვათაშორის ჟურნალისტებიც ლამაზები იქნებით, ერთ დღეს, რომ ყველამ ეროვნული ტანსაცმელით გადავწყვიტოთ მოვიდეთ პარლამენტში”.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *