“მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების წინასაარჩევნო დაპირებების რეალიზების პროცესი დაიწყო და ხალხმა უკვე იგრძნო სოფლის მეურნეობაში, ყველა რაიონში, ყველა სოფლად კონკრეტული შედეგები ამ ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილებისა, სასოწარკვეთილი “ნაციონალური მოძრაობა” ხავსს ებღაუჭება. ეს არის პირდაპირ კონფრონტაციაზე გადასვლა.”
მისივე მტკიცებით, ეს პირველი ნაბიჯი არ არის:
“ერთი იყო შეთანხმების ჩაშლა, მეორე არის ღია კონფრონტაცია და მინიშნება იმაზე, რომ სააკაშვილი გეგმავს აპრილში გამოიყენოს კონსტუტიციური უფლებამოსლება და მოაწყოს სახელმწიფო გადატრიალება ამ ქვეყანაში. მე მინდა ვუთხრა “ნაციონალურ მოძრაობას”, აი, სცადეთ, აი, ვნახოთ, რა გამოგივათ. ქართველი ხალხი ძალიან მკაცრ და ადეკვატურ პასუხს გასცემს თქვენს ამ ავანტიურას. ერთი სცადეთ, თუ ბიჭები ხართ. “
საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი თედო ჯაფარიძე აცხადებს, რომ საქართველო არჩევნების შემდეგ დემოკრატიული ქვეყანა გახდა და ნებისმიერ ადამიანს თუ დაჯგუფებას აქვს უფლება გამოხატოს თავისი მოსაზრებები:
“ოდნავ ღიმილს იწვევს ჩემში ბატონ მერაბიშვილის განცხადება. არჩევნების მერე ერთი წელიც არ არის გასული და ალბათ ყველა ჩვენგანს გაუჭირდება მოიგონოს, როცა რომელიმე ჯგუფს არჩევნებამდე გამოეხატა თავისი განსხვავებული აზრი და ეს მშვიდობიანად დამთავრებულიყო. “
შეგახსენებთ, რომ ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ 19 აპრილს თბილისში, რუსთაველის გამზირზე გაიმართება მიტინგი.
მერაბიშვილის თქმით, ამ შეკრების მიზანია, ხელისუფლებას კიდევ ერთხელ დაანახოს, რომ საქართველოში არის ძალიან ბევრი პატრიოტი, რომლებისთვისაც სულერთი არ არის საქართველოს მომავალი და რომლებსაც არ სურთ უკან დაბრუნება.
მისი თქმით, აქცია 19 აპრილს 16.00 საათზე გაიმართება.