ახალი ამბები

პარლამენტში ტუბერკულოზის პრობლემებზე მსჯელობენ

21 თებერვალი, 2013 •
პარლამენტში  ტუბერკულოზის პრობლემებზე მსჯელობენ

საქართველოს პარლამენტშ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს. სხდომას, რომელზეც  ტუბერკულოზის პრობლემებზე მსჯელობენ,  საქართველოს პარლამენტის წევრები, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციები და ექსპერტები ღებულობენ მონაწილეობას. როგორც კომიტეტის წევრები განმარტავენ, სხდომის მიზანი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის  სტრატეგიის „შევაჩეროთ ტუბერკულოზი“   საქართველოში   რეალიზაციის  15-წლიანი გამოცდილების შესახებ საქართველოს პარლამენტის, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმირებაა. 

დღევანდელ შეკრებაზე განიხილება: ეპიდემიოლოგიური ტენდენციები და ამჟამინდელი ვითარება, ტუბერკულოზის  სახელმწიფო პროგრამის ძლიერი და სუსტი მხარეები,  პრიორიტეტები და  ქვეყანაში  ტუბერკულოზთან ბრძოლის გაუმჯობესების  გზები.

 გარდა ამისა, საუბარი იქნება  თავისუფლების   აღკვეთის  ადგილებში  ტუბერკულოზთან  ბრძოლის  პროგრამაზე. კერძოდ, ეპიდემიოლოგიური ვითარებაზე,  ტუბერკულოზის კონტროლის ძლიერ და სუსტ მხარეებზე,  პრობლემების გადაჭრის  გადაუდებელ და  სამომავლო   სტრატეგიაზე. როგორც დეპუტატები აცხადებენ, შეიქმნება  ტუბერკულოზის კონტროლის დარგობრივი  სამუშაო ჯგუფი.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილის არჩილ თალაკვაძის თქმით, შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია:

“ჩვენი სამინისტრო წარადგენს იმ სახლეებს, გეგმებს, რომელიც ტუპერკულოზის მიმართ ჩვენს სისტემაში გაკეთდა და იგეგმება. როგორც კარგად იცით, ციხის კედლებს ტუბერკულოზის შეჩერება არ შეუძლია, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სასჯელაღსრულების სამინისტროსთან ერთად ყველა მხარე, სამოქალაქო სექტორი, ჯანდაცვის სამინისტრო და პარლამენტი, მუშაობდეს კოორდინირებულად, რომ ამ ინფექციის დაძლევა მოხდეს ქვეყანაში.” 

მასალების გადაბეჭდვის წესი