ახალი ამბები

პარლამენტმა ცესკო-ს წევრად პრეზიდენტის კანდიდატების არჩევას მხარი არ დაუჭირა

20 თებერვალი, 2013 • • 1079
პარლამენტმა ცესკო-ს წევრად  პრეზიდენტის კანდიდატების არჩევას მხარი არ დაუჭირა

პრეზიდენტმა საკანონმდებლო ორგანოს ცესკო-ს წევრობის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე  ნინო კიკალიშვილისა და გია გარსევანიშვილის კანდიდატურები რამდენიმე კვირის წინ შესთავაზა, თუმცა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე არც ერთ მათგანს არ დაუჭირეს მხარი.


ნინო კიკალიშვილი 2011-2012 წლებში მუშაობდა ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიაში ადმინისტრაციული განყოფილების უფროსად. 2011 წლიდან კი არის ააიპ “დემოკრატიის ქსელის” გამგეობის თავმჯდომარე.  გია გარსევანიშვილი კი 2010 წლის 2 მარტიდან დღემდე არის აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნული ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად პარლამენტს კანდიდატურები ორჯერ წარუდგინა, თუმცა დეპუტატების უმრავლესობამ მხარი არც ერთ მათგანს არ დაუჭირა.

მასალების გადაბეჭდვის წესი